ივლისი 11, 2014 tatakr

ეთნო არტ ჯგუფ ”თსუ გორდელას“ სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია (ვიდეო)

დღეს, 11 ივლისს, ”ბრავო რექორდსში“ გაიმართა ჯგუფ ”თსუ გორდელას“ სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.

სტუდიაში, რამოდენიმე თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჯგუფის CD ალბომის რეპერტუარზე და ჩაწერაზე მუშაობა. ალბომის მუსიკალური კონცეფცია, ჯგუფის რეპერტუარიდან, 12 მუსიკალური კომპოზიციის შერჩევას და გათანამედროვებული, ახლებური ფორმით გაჟღერებას გულისხმობდა. ამისათვის ”ბრავო რექორდსის“ სპეციალური მოწვევით, უნიჭიერესმა თანამედროვე კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ, ჯგუფის მუსიკალურ ხელმძღვანელთან, თამაზ მამალაძესთან ერთად, შექმნა არსებული ნაწარმოებების სრულიად ახალი ვერსიები.

საქართველოში მოღვაწე ფოლკლორული ჯგუფებისაგან განსხვავებით, ”გორდელას“ შემოქმედება ახალი ეტაპია ქართულ ეთნო-არტ მუსიკაში. ჯგუფი შედგება შვიდი უნივერსალური მუსიკოსისაგან – უკლებლივ ყველა წევრი, როგორც პროფესიონალი ვოკალისტი, ასევე პროფესიონალი ინსტრუმენტალისტია. ჯგუფის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მუსიკოსები თითოეულ კომპოზიციაში იყენებენ ათზე მეტ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტს, რომელთა ჟღერადობა, არც ერთ მსმენელს არ ტოვებს გულგრილს.

ჯგუფის ისტორია:

“თსუ გორდელა” 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. ჯგუფი არაერთი ფესტივალის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია.

2012-2013 წლებში, ჯგუფს ჰქონდა სოლო კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, უკრაინა, ლიტვა), სადაც უცხოელი მაყურებლის უდიდესი აღფრთოვანება და ოვაციები გამოიწვია. მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, „გორდელამ“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მუდმივად მართავს სოლო კონცერტებს და ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში.

CD ალბომი, 25 ივლისიდან, ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ხელმისაწვდომი „ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში.

პროექტის სპონსორები: ლუდი ”მთიელი” და ”გურჯაანის ნაყინი”

რადიო მხარდამჭერები: “ფორტუნა” და “არ დაიდარდო”

პროექტის ოფიციალური მზღვეველი: ”არდი ჯგუფი”

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact