აგვისტო 6, 2011 tatakr

“ბრავო რექორდსმა” მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს უმასპინძლა

3 აგვისტოს “ბრავო რექორდსმა” მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტ ქალს – ელისო ბოლქვაძეს უმასპინძლა. გამოჩენილი მუსიკოსი, ნოემბერში, ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავს, რისთვისაც მან “ბრავო რექორდსის” სტუდია შეარჩია.

ალბომში, მხოლოდ შუბერტის ნაწარმოებები შევა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შუბერტისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის მიღება როიალზე ძალიან რთულია, თუმცა “ბრავო რექორდსის” სტუდიაში არსებულმა “იამაჰას” ინსტრუმენტმა, პიანისტის მოლოდინები სრულიად გაამართლა.

აღსანიშნავია, რომ ელისო ბოლქვაძის კარიერულ ისტორიაში, ეს იქნება საქართველოში ჩაწერილი პირველი ალბომი. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გამოცემასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact