სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა, რუსი მუსიკოსისა და მომღერლის, ვალერი სიუტკინის სტუმრობა საქართველოში. რუსული ჯგუფის, “ბრავოს” წევრი და დამსახურებული არტისტი, პირადი ვიზიტით იმყოფებოდა დედაქალაქში, ცნობილ რუს ტელეწამყვანებთან, მიხაილ შაცთან, ალექსანდრ პუშნოისთან და ტატიანა ლაზარევასთან ერთად.
მიხაილ შაცის დაბადების დღის აღნიშვნა სტუმრებმა ორიგინალურად გადაწყვიტეს: ისინი ხმის ჩამწერ სტუდიას, “ბრავო რექორდსს” ესტუმრნენ, დაათვალიერეს და რეპეტიცია გაიარეს. ექსპრომტად ჯემ სეიშენი მოაწყვეს და AC/DC-ის უკვდავი ჰიტი “Highway To Hell” შეასრულეს. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტუდიის სრულყოფილი აკუსტიკით. როგორც აღნიშნეს, თბილისში ნამდვილად არ მოელოდნენ, ასეთი ტექნიკური აღჭურვილობისა და მაღალი სტანდარტების სტუდიას.