კონცერტისთვის, თამთა ცხვიტავას მზადება “ბრავო რექორდსში” დაიწყო. ამჟამად, მიმდინარეობს რეპეტიციები სიმფონიურ ორკესტრთან, “ბრავო ბენდთან” და კონცერტში მონაწილე სხვა მომღერლებთან თუ მუსიკოსებთან ერთად.
ესენი არიან: დინი ვირსალაძე, გიგი ვანდერი, “ქართული ხმები”, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, ჭაბუკა ამირანაშვილი, ირინა მირიანაშვილი, ლევან კემულარია, სულიკო ღაღაშვილი, საბა ჩიხლაძე და ლაშა თოფურია.
თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი 23 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში შედგება.