თებერვალი 6, 2012 tatakr

თამთა ცხვიტავას პირველი ვიდეოკლიპი (ვიდეო)

თამთა ცხვიტავას პირველი კლიპის გადაღება დასრულებულია. ამ ეტაპზე, მონტაჟი მიმდინარეობს. შაბათ-კვირას, სასტუმრო “ვერე პალასში” და “ამბასადორში”, ასევე განახლებული აღმაშენებლის გამზირზე გადამღები ჯგუფი მუშაობდა. ვიდეოკლიპისთვის შეირჩა, თამთას პირველი სინგლი – “შენამდე”.

მომღერლის პირველი ვიდეოკლიპი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა მიზანსცენები თამთას სიმღერიდან და იმიჯიდან გამომდინარე შეარჩია, რათა კლიპის ესთეტიკა და ვიზუალური მხარე თამთასთვის დამახასიათებელ სტილში ყოფილიყო გადაწყვეტილი.

მომღერლის კლიპის ტელე-ეთერებით წარდგენას, ასევე  მისი სადებიუტო ალბომის, “დასაწყისის”, ბაზარზე შემოსვლა დაემთხვევა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact