დეკემბერი 10, 2012 tatakr

თამთა ცხვიტავას წარმატებული სოლო კონცერტი სტრასბურგში (ცხვიტავა)

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს, 2012 წლის დეკემბერს, პირველად მიეცა შესაძლებლობა, მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გაეცნო. საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყნის შერჩევისას, არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა.

თამთა ცხვიტავას კი სტრასბურგში სოლო კონცერტის ჩატარების პატივი ერგო. თამთა, 9 დეკემბერს, სტრასბურგის ოპერის მცირე დარბაზში,  ექვს-კაციან ბენდთან ერთად წარსდგა მაყურებლს წინაშე, სადაც შეასრულა სიმღერები პირველი ალბომიდან “დასაწყისი” და  ასევე, უცხოური ქავერები. კონცერტი გაიმართა მხოლოდ საპატიო სტუმრებისათვის დახურული ფორმატით (დიპლომატიური კორპუსი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო და ა.შ).

კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. ოვაციები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდა. თამთამ კონცერტის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს დაურიგა ავტოგრაფები და მათთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact