იანვარი 25, 2012 tatakr

თამთა ცხვიტავამ საქველმოქმედო საღამოზე იმღერა

“საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციამ” და “ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში” 21 იანვარს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, საქველმოქმედო საღამო გამართა. საქველმოქმედო საღამოს მიზანს წარმოადგენდა, თანხების შეგროვება, ნიქოზის განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდასაჭერად. 2008 წლის აგვისტოს, ომის შედეგად დანგრეული ნიქოზი, აღადგინეს და მოსახლეობამ შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება. ეს ცენტრი იქნება ის ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელოვნების საშუალებით შეეცდება ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას.

საქველმოქმედო საღამოზე თამთა ცხვიტავამ სადებიუტო ალბომიდან “დასაწყისი”, 6 სიმღერა შეასრულა. “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ საქველმოქმედო საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართული და უცხოური კომპანიების მმართველები დაესწრნენ.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact