ვაკის პარკში, 30 ივლისიდან – 1 აგვისტომდე, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი DJ-Fest Tbilisi ტარდება. ფესტივალი 30 ივლისს, დღის 12 საათზე დაიწყება და 1 აგვისტოს, დილის 5 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალზე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ცნობილი DJ-ები შეასრულებენ თავიანთ კომპოზიციებს. მათ შორისაა, Ozzy Osbourne-ს შვილი – Louis Osbourne, The Drill (London), Noir (Aalborg,Denmark), Tony Rohr (New York) და ა.შ.
ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს, ელექტრონული მუსიკის მიმართულების განვითარებას. აგრეთვე, ქართველ შემსრულებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად წარმოაჩინონ თავი.
ხმის ჩამწერი კომპანია “ბრავო რექორდსი” ფესტივალის მხარდამჭერის ფარგლებში, კონცერტის ვიდეოგადაღებას, შესრულების მრავალარხიან აუდიოჩაწერას და მის მასტერინგს უზრუნველჰყოფს. ამის დახმარებით, ორგანიზატორებს შესაძლებლობა მიეცემათ, სურვილის შემთხვევაში, ჩანაწერები აუდიო კომპაქტ დისკებზე გამოსცენ.