პირველი არხის მეგა შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი, “ევროვიზიაზე”, საქართველოს წარსადგენად ემზადება. 2020 წლის მაისში, მუსიკალურ კონკურსს, ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. თორნიკე ყიფიანი კონკურსზე საკუთარი სიმღერით, Take me as I am, წარსდგება. მუსიკის არანჟირებაზე მუშაობა, “ბრავო რექორდსის” მთავარი ხმის ინჟინერთან, ალეკო ბერძენიშვილთან ერთად, უკვე დაწყებულია. თორნიკე, სცენაზე, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად წარსდგება.