ებრაელმა მომღერალმა ომერ ადამმა “ბრავო რექორდსის” სტუდიაში სიმღერა ჩაწერა, სახელწოდებით, “დღე, როცა შენ წახვედი”. 19 წლის ომერი დიდი პოპულარობითა და მსმენელის სიმპათიით სარგებლობს ისრაელში. მისი სადებიუტო ალბომი (2010 წ.) და მრავალი სინგლი ძალზე წარმატებული და პოპულარულია. მუსიკოსის სიმღერებს Youtube-ზე, 10-მდე მილიონობით ნახვა აქვს.
“ბრავო რექორდსში” ჩაწერილ სიმღერას როიალის თანხლებით, აკომპანიმენტს უწევს, მუსიკალური ტელე შოუს – “მე მიყვარს საქართველოს” გამარჯვებული, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ირაკლი კვანჭიანი. “ბრავო რექორდსი” სამომავლოდ, ომერთან ერთად არა ერთ მუსიკალურ პროექტს გეგმავს. მათ შორის, ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებთან დუეტებს და კოლაბორაციებს.