”ბრავო რექორდსში” “აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ” ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის თამაზ ჯორბენაძის საგუნდო ნაწარმოები “მუხა” ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ საგუნდო ნაწარმოები “მუხა” ერთ-ერთია იმ ნაწარმოებთა შორის, რომელიც დაცულია კომპოზიტორის არქივში, კერძოდ, კი პროექტ ”ხელნაწერ ნოტებში”.
ასევე, უაღრესად მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპოზიტორის მუსიკალური მემკვიდრეობის გაცოცხლების მთავარი ინიციატორია მისი ქალიშვილი და უფლებამემკვიდრე, ცნობილი სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე.
კომპოზიტორი – თამაზ ჯორბენაძე
ტექსტი – გალაკტიონ ტაბიძე
ანსამბლის ხელმძღვანელი – ზვიად ბოლქვაძე
ვიდეო – თენგო გიორბელიძე, თეო ჯორბენაძე, ნუცა ჯორბენაძე, დავით მეფარიშვილი
აუდიო ინჟინერი – ალეკო ბერძენიშვილი
ConceptArt Production / 2023