დეკემბერი 21, 2012 tatakr

კლუბ “სენატში” სამორი ბალდესა და DJ გროტასკის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

“ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებულმა, სამორი ბალდემ, სადებიუტო ალბომი, “გონივრული მოძრაობა”,  ”ბრავო რექორდსში“ ჩაწერა.

ალბომში შესულია ათი მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და გროტასკი ერთობლივად ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორები თავადვე არიან. სამორი ბალდე და მისი ბავშობის  მეგობარი, გოჩა ხუხუნი, ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია “ძველი რესურსი”, სადაც სამორი წარმოადგენს MC-სა და პროდიუსერს. გოჩა მეტსახელად გროტასკი კი MC და DJ-ია. აღსაღნიშნავია, რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია მუსიკალური განათლება.

21 დეკემბერს, კლუბ “სენატში”, “ძველი რესურსის” სადებიუტო ალბომის “გონივრული მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართა. სამორი ბალდემ და DJ გროტასკიმ ალბომში შესული 4 სიმღერა ცოცხლად შეასრულეს. სტუმართა შორის, იყვნენ პროექტის, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ორივე სეზონის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, თავად სამორის მეწყვილე, ლიკა ლაბაძე. აგრეთვე, ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები, ჰიპ ჰოპისა და ბრეიკ დანსის მოცეკვავეები, რომლებმაც რამდენმე ნომერი შეასრულეს. პრეზენტაციაზე, გაყიდულ დისკებზე, სამორი ბალდემ და DJ გროტასკიმ მსურველებს ავტოგრაფები დაუტოვეს.

CD ალბომი “ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში, იანვრიდან გაიყიდება. მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს, საქართველოს მასშტაბით, 350-მდე კომერციულ ობიექტში (ლიტერატურული კაფეები, “ბიბლუსის” ქსელის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, მაღაზია “გურუ”, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები და ა.შ.)

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact