სულ ახლახანს ლელა წურწუმიამ “ბრავო რექორდსში” ჩაწერა ახალი სინგლი სახელწოდებით – “აღარ მინდა მე შენთან”, რომლის კლიპის პრემიერაც გუშინ შედგა.
ვიდეორგოლმა უმოკლეს დროში პირველი ადგილი დაიკავა Youtube ტრენდებში. ამასთანავე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომღერლის მრავალფეროვან ჩაცმულობასა და ლუქს, რომელზედაც ერთად იმუშავეს არტ-დიზაინერებმა შაკო პოპიაშვილმა, აკო ფროდაშვილმა და ასევე თავად ლელა წურწუმიამ. კლიპის ავტორი – ზაზა ორაშვილია.
სიმღერის ტექსტის ავტორი და კომპოზიტორი კი მაია კაჭკაჭიშვილი გახლავთ.
არანჟირება – ბორიკო შხიანი
მიქსინგი/მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილი