ლენი უაითმა – ამერიკელმა ჯაზის ვარსკვლავმა და დრამერმა, საქართველოში ვიზიტი, ბათუმის შემდეგ, თბილისში, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში გააგრძელა.
ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომისთვის, “ბრავო რექორდსში”, ჯანსუღ კახიძის “ჰერიო ბიჭებოს” ინგლისური ვერსია, ნატალია ქუთათელაძემ ჩაწერა.
ცოტა ხნის წინ, ნიუ იორკში, ლენი უაითმა პირველად მოისმინა “ჰერიო ბიჭებო” ბექას ინტერპრეტაციით და ნატალიას შესრულებით. მაშინვე გადაწყდა, რომ ეს სიმღერა ბექა გოჩიაშვილის ალბომში უნდა შესულიყო. ინგლისური ტექსტი თავად ლენი უაიტს ეკუთვნის.
“ჰერიო ბიჭებოს” ჩანაწერი ამერიკაში წაიღეს, ბექა გოჩიაშვილის ვარსკვლავური ალბომის პრემიერა შემოდგომაზეა დაგეგმილი.