ოქტომბერი 28, 2011 tatakr

ლიზა ბათიაშვილი, კეროლაინ კემპბელი და ნიკა მემანიშვილი “ბრავო რექორდსში” (ვიდეო)

მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებაში აღიარებული ახალგაზრდა მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კეროლაინ კემპბელი “ბრავო რექორდსს” ესტუმრენ. მათ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობს, კარლოს გარდელის ტანგო Por Una Cabeza ჩაწერეს.

ლიზა ბათიაშვილი უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინე და ბწყინვალე მუსიკოსია. ლიზა ბავშვობიდან უკრავს და დღეს, მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში, აღიარებულია, როგორც ვირტუოზი მევიოლინე. 2004 წლიდან, ლიზა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის სოლისტადაა მიწვეული. პარალელურად, ის მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან თანამშრომლობს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლიზამ საქართველოში ყოფნისას, გამონახა დრო, “ბრავო რექორდსში” კარლოს გარდელის ტანგოს ჩასაწერად.

კეროლაინ კემპბელს ქართველი მსმენელი, წლევანდელ ზაფხულში, ბათუმში ჩატარებული სტინგის კონცერტიდან იცნობს. შეერთებულ შტატებში, მას მეტსახელად “ვარსკვლავების მევიოლინეს” უწოდებენ. კეროლაინი ხშირად მართავს კონცერტებს ბარბრა სტრეიზანდთან, ანდრეა ბოჩელთან, ალიშა ქისთან, სტინგთან, კრის ბოტთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.

“ბრავო რექორდსის” სტუდიაში, მართლაც ვირტუოზები უკრავდნენ, სანამ ჩანაწერს მასტერინგი გაუკეთდება და გადაღებული მასალა დამონტაჟდება, გთავაზობთ, ჩვენი მუსიკალური პროდიუსერის, ბიბი კვაჭაძის, გადაღებულ სამოყვარულო ვიდეოს.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact