21 ივნისს, მოეწერა ხელი, სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინსა” და ხმის ჩამწერ კომპანია “ბრავო რექორდსს” შორის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმზე, მხარეები, ხელმოწერით გამოხატავენ კეთილ ნებას, ერთობლივად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში, ითანამშრომლონ მეკობრეობისა და არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ, ერთობლივად წარმართონ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები.
ამავე მემორანდუმის ფარგლებში, “კავკასუს ონლიანი” და “ბრავო რექორდსი”, საქართველოში, ლიცენზირებული მედია მონაცემების პირველ ერთობლივ ვებ-პორტალს შექმნიან. ვებ-პორტალი მოიცავს მუსიკალური სინგლების, ალბომების, კონცერტების, რინგტონების, კარაოკეს და ა.შ. ელექტრონულ გაყიდვას.