იანვარი 7, 2014 tatakr

მიუზიკლ “ლურჯი ფრინველის” ყველა სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა (ვიდეო)

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საშობაო მიუზიკლის, ”ლურჯი ფრინველის“ ყველა მუსიკალური კომპოზიცია, ”ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. მიუზიკლი აგებულია ლეგენდარული ჯგუფი ”THE BEATLES-ის“ საქვეყნოდ აღიარებულ ჰიტებზე, რომელთა ქართული ვერსიების ავტორი, უნიჭიერესი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ზვიად ბოლქვაძეა. ჩაწერები ”ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუზიკლში მონაწილეობენ: ნიტა ლომიძე, ანდრია გაბრიჩიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი ვარდოსანიძე, ქრისტინე იმედაძე, ბაია დვალიშვილი, ირაკლი ფუტკარაძე, გვანცა დარასელია, არჩილ სოლოღაშვილი, ნინი ბადურაშვილი, ნინა სუბლატი, ლუკა ზაქარიაძე, ქეთი ორჯონიკიძე, სოფო ნიჟარაძე, მარიკო ლეჟავა, ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა”, კვინტეტი ”Quintessential Five”, ჯგუფი “Eldrine”, გვანცა ჯაფარიძე, გიორგი ლაფერაშვილი, ნინო ქათამაძე, ნინო არაზაშვილი, დიმა ობოლაძე და ზურა ბალანჩივაძე.

მთავარი პროდიუსერი: ნიკა გვარამია

რეჟისორები: დავით დოიაშვილი და ნიკა ლომიძე

ხმის რეჟისორი: ალეკო ბერძენიშვილი

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact