20 ივნისს, მთაწმინდის პარკში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსი, „ოქროს ტალღა“ გაიმართა. ამ კონკურსს, უკვე ოთხწლიანი ისტორია აქვს და თავისი გამარჯვებულებიც ყავს. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, “ბრავო რექორდსშიში“ ჩაწერილი სიმღერებით, არაერთი მომღერალი დაჯილდოვდა, სხვადასხვა ნომინაციაში:
წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი); წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი); წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე); წლის რიმეიქი: New One – Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code); რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი); „ავტორადიოს“ რჩეული: New One – Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)
“ბრავო რექორდსი” ულოცავს მათ გამარჯვებას