ოქტომბერი 5, 2013 tatakr

ნანი ბრეგვაძის ახალი ალბომის საპრეზენტაციო საღამო

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სცენის ლეგენდამ, ნანი ბრეგვაძემ, პირველად ჩაწერა სოლო ალბომი საქართველოში. ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა, მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსს“. ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ახლი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა მიუსადაგა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა.

CD ალბომში, სახელწოდებით – ”ვიხსენებ მე”, შედის თორმეტი ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლთა ავტორებიც ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები გახლავთ: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე.

ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზებზე, რაც მან დღევანდელ დღემდე განვლო. ალბომში, გარდა CD-სა, შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია, მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

ალბომის არაოფიციალური გამოცემა 4 ოქტომბერს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზსში, დახურული წვეულებით აღინიშნა. საღამოზე, ნანი ბრეგვაძემ ახალ ალბომში შესული რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა ”ბრავო ბენდის” თანხლებით. საღამოს ბოლოს, სპეციალურად მოწყობილ ადგილას, ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ნანი ბრეგვაძემ თითოეულ მოწვეულ სტუმარს, ახალი ალბომი საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა და მათთან ერთად, ფოტოები გადაიღო.

ნოემბრიდან, ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ალბომი ”ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელში (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები, „ბიბლუსის“ ქსელში არსებული მაღაზიები და ა.შ).

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სპონსორები: კომპანია ”PSP” და ”თიბისი ბანკი”

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და “ფორტუნა”

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact