“ბრავო რექორდსის” და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახალი ჩქაროსნული მატარებლის პრომოუშენში ჩაერთო ნინი ბადურაშვილი. სპეციალურად, ამ პროექტისთვის შეიქმნა სიმღერა და გადაღებულ იქნა ვიდეოკლიპი. მუსიკის ავტორია მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი კი ზურა მენთეშაშვილი გახლავთ.
ერთი დღის განმავლობაში, ახალი ჩქაროსნული მატარებელი გადასაღბ მოედნად იქცა, ნინიმ კი გამცილებლის როლი მოირგო. სიმღერა ენერგიული და ხალისიანია. აქედან გამომდინარე, ვიდეოკლიპის ავტორებმა მატარებელში დიდი აურზაური მოაწყვეს.
მისუკალური ვირეოკლიპი, სიმღერაზე “მატარებელი”, საქართველოს რკინიგზის სავიზიტო ბარათი გახდება.