იხილეთ, ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი ვიდეო კლიპი. სიმღერა სახელწოდებით, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. მუსიკა ეკუთვნის ლილიკო ნემსაძეს, ტექსტი ირინა სანიკიძეს. მუსიკალური პროდუსინგი „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა, ბორიკო შხიანმა ითავა. ვიდეო რგოლის გადაღება, რამოდენიმე დღის განმავლობაში, კახეთში კერძოდ, სასტუმრო „როიალ ბატონში“ მიმდინარეობდა. გადაღებაზე მუშაობდნენ – რეჟისორი/მონტაჟი: ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი, პროდიუსერი: თაკო დოლაბერიძე.
ვიდეო რგოლის დახურული ჩვენება რამოდენიმე დღის წინ, კინოთეატრ „ამირანის“ერთ-ერთ დარბაზში, ხოლო სატელევიზიო პრემიერა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პროფილში“ შედგა.
სიმღერამ და ვიდეო კლიპმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მეორე დღეა, “Youtube”-ზე, საქართველოს მასშტაბით, პირველ პოზიციას იკავებს