კოვიდპანდემიის მიუხედავად, “ბრავო რექორდსი”, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას აგრძელებს. დღეს, ოფიციალურად გამოიცა, არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე და უნიჭიერესი ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეო “თეთრი ღამე”, რომლის თრექიც “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. მუსიკალური პროდიუსერი და არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ, მიქსინგი და მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის, ხოლო კლიპზე ნესტან სინჯიკაშვილმა იმუშავა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ნუცამ თავისი სადებიუტო ალბომი “ნუცა 22”, “ბრავო რექორდსში” ჩაწერა.
ვიდეოს რეჟისორი: ნესტან სინჯიკაშვილი
ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი
კოსტიუმები: თაკო მექვაბიძე
ქორეოგრაფი: ანი ჯავახი
მსახიობები: ალენა კაპიტნოვა; სანდრა კარპიუკ, ანასტასია რუჩინსკაია, ანა ეპანოვა
მუსიკა: ლილიკო ნემსაძე
ტექსტი: ირინა სანიკიძე
პროდიუსერი: ბორიკო შხიანი
მიქსინგი და მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი
იხილეთ ვიდეო