ამერიკელი კომპოზიტორი ოლაჟიდე პარისი “ბრავო რექორდსში“, „Georgian Brass-თან“ ერთად, ახალი კომპოზიციების ჩაწერაზე მუშაობს
ოლაჟიდე პარისი ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი ნამუშევრები გამოყენებული აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Boeing, Sikorksy Helicopter, Intel, Raytheon, General Electric, Schilling Robotics, Carrier, Pratt & Whitney და ა.შ.
საქართველოში ჩამოსვლამდე, იგი მუშაობდა, ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: კრისტინა აგილერა, ჯესიკა სიმფსონი, ჯენეტ ჯექსონი და სხვა. ოლაჟიდეს ეკუთვნის ნანი ბრეგვაძის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის რემიქსიც.
“ჩემთვის მუშაობის დროს ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ყოველთვის ვცდილობ, მაღალხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო საზოგადოებას. “ბრავო რექორდსთან“ და აღნიშნულ ბენდთან თანამშრომლობით, ეს ნამდვილად შესაძლებელია” – ამბობს ოლაჟიდე.
სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, ნამუშევრების მოსმენა, ექსკლუზიურად, მხოლოდ – www.bravissimo.ge-ზე იქნება შესაძლებელი.