28 თებერვალს, “ქარვასლის“ საგამოფენო სივრცეში, აზერბაიჯანული ჟურნალის, ‘’ნარგისის“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც, გარდა ქართველი სტუმრებისა, 100-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან. “ნარგისი” პოპულარული მსოფლიო მოდის ტენდენციების, ექსკლუზიური ინტერვიუების და საინტერესო ისტორიების გლამურული გამოცემაა.
პრეზენტაცია პოდიუმზე, აზერბაიჯანელი დიზაინერის ალა ალიევას კოლექციის ჩვენებით, გაიხსნა. აზერბაიჯანული ტექსტილისა და საგაზაფხულო კაბების შემდეგ, სიმონ მაჩაბელმა, სპეციალურად, “ნარგისის“ პრეზენტაციისთვის, ქართულ-აზერბაიჯანული კონცეფცია წარმოადგინა.
ჟურნალის პრეზენტაცია “ქარვასლის“ შემდეგ, მთაწმინდის რესტორანში, შედარებით ვიწრო წრეში, “ბრავო რექორდსის“ არტისტის, თამთა ცხვიტავას სოლო კონცერტით გაგრძელდა. სპეციალურად ამ საღამოსთვის, თამთას იმიჯზე, მოდის სახლმა ”მარიონელამ“ იზრუნა.