მაისი 10, 2018 tatakr

რეჟისორმა და მუსიკოსმა გიგა აგლაძემ ჯგუფ Killer Band-თან ერთად “ბრავო რექორდსში” ახალი სიმღერა ჩაწერა

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, მუსიკოსმა და მომღერალმა გიგა აგლაძემ, ჯგუფ Killer Band-თან ერთად, “ბრავო რექორდსში”, ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც ამჟამად ვიდეო კლიპის გადაღება მიმდინარეობს. Killer Band-ის წევრები არიან: ლევან ჯაფარიძე, გია სურგულაძე, მინდია გაბაშვილი, დავით ქარჩავა, ალეკო ბერძენიშვილი და გიგა აგლაძე.

სიმღერის სახელწოდებაა – Change Begins Within, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი, თავად გიგა აგლაძეა. შეგახსენებთ, რომ გიგა, “დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიას პრეზიდენტი” გახლავთ. მის ბაზაზე, უახლოეს პერიოდში, თბილისში კინემატოგრაფისტების საერთაშორისო დონის სასწავლებელი გაიხსნება. სიმღერის დასახელება, სწორედ ამ ფონდის სლოგანს უკავშირდება.

სიმღერა ჩაწერილია – “ბრავო რექორდსში”

მიქსინგი: Esplanade Studio (New Orleans)

ვიდეო კლიპის რეჟისორი: გიგა აგლაძე

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact