ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანებმა „ბრავო რექორდსში“ საახალწლო ჰიმნი ჩაწერეს. მუსიკაზე “ჯეოსტარის” ბენდმა იმუშავა, ტექსტი ლანა ქუთათელაძეს ეკუთვნის.
ჰიმნს, “რუსთავი 2-ის” სახეები ასრულებენ: ვანო ჯავახიშვილი, ნინო არაზაშვილი, დუტა სხირტლაძე, მარინა ბერიძე, ნინო შუბლაძე, გვანცა დარასელია, გიორგი ქორქია, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ანუკა ქინქლაძე, თიკა ფაცაცია, ვანო თარხნიშვილი და სხვები.