ნოემბერი 20, 2017 tatakr

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული ფინალისთვის ჰიმნი “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა

19-20 ნოემბერს, “ბრავო რექორდსში“, საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსისთვის ჰიმნის ჩაწერები მიმდინარეობდა.

დღეს, 18:30 საათიდან, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიალი – წითელი ხალიჩა მიმდინარეობს. გახსნის ღონისძიებაში, საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია იღებს მონაწილეობას.

ცერემონიალზე, ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად, კენჭისყრა გაიმართება. გახსნის ცერემონიაზე, საბავშვო ევროვიზიის სხვადასხვა წლის საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 16 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მონაწილეობას, საქართველოს წარმომადგენელი – გრიგოლ ყიფშიძეც მიიღებს, სიმღერით “გულის ხმა”. სიმღერის მუსიკა გიგა კუხიანიძეს, სიმღერის ტექსტი თემო საჯაიას, ხოლო არანჟირება “ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნით.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა, კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს, ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა, მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება.

“ბრავო რექორდსი“ წარმატებებს უსურვებს გრიგოლს.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact