საბინა ჭანტურია „ბრავო რექორდსში“, ახალ ქართულ სიმღერას წერს.
საბინა წარმოშობით ქართველია, თუმცა შვედეთში ცხოვრობს, იქ სწავლობს და მოღვაწეობს.
შვედეთში საკმაოდ პოპულარული მომღერალია – ჰყავს საკუთარი ბენდი, რომელთან ერთადაც ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში და ტურნეებზეც დადის მსოფლიოს გარშემო. მას საქართველოშიც, არაერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა – გასულ ზაფხულს არტ-გენზე გამოვიდა და კონცერტ-აქციაზე, “არა ოკუპაციას!”, რამდენიმე სიმღერა შეასრულა, “ლიგამუსში” კი საკუთარი ქართული სინგლის პრეზენტაციაც გამართა.
ამჯერად, საქართველოში, ახალი სიმღერის ჩასაწერად ჩამოვიდა, რომელიც მის მიერ დაწერილი „Spider Web-ის“ ქართული ვერსია იქნება. „Spider Web-ის“ ინგლისურენოვანი ვერსიის კლიპი ჰოლივუდშია გადაღებული. საბინამ გადაწყვიტა, ამ სიმღერის ქართული ვერსიაც შეექნა, რისთვისაც „ბრავო რექორდსზე“ შეაჩერა თავისი არჩევანი.