მაისი 18, 2012 tatakr

სამორი ბალდე “ბრავო რექორდსში” პირველ ალბომს ჩაწერს (ვიდეო)

“ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული სამორი ბალდე, “ბრავო რექორდსში”, თავის პირველ ალბომს ჩაწერს. ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულმა მეგა პროექტმა დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა სამორის. პროექტის წარმდგენმა “ბანკმა რესპუბლიკამ” სამორის ჯილდოდ გადასცა “ბრავო რექორდსში” ალბომის ჩაწერა. სამორის მთავარი ნიჭის, მუსიკის გათვალისწინებით, მუსიკოსისთვის  ყველაზე სასურველი საჩუქარი გადასცეს.

17 მაისს, ბანკი რესპუბლიკას ეზოში, სამმხრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სამორიმ რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. ეზოში შეიკრიბნენ სამორის თაყვანისმცემლები, ბანკის თანამშრომლები, უბრალო გამვლელები.

ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ივნისის დასაწყისში იგეგმება ჩაწერები, ალბომი კი ივლისის თვეში გამოიცემა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact