2015 წელს, სასტუმრო “ყვარლის ედემმა”, მუსიკალურ ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსთან” ერთად, საფუძველი ჩაუყარა მუსიკალური ივენთების ციკლს, “ჯაზი და ღვინო”. პირველი მუსიკალური საღამო მიეძღვნა “ყვარლის ედემის” ღვინის ქარხნის გახსნას, რომელიც ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, Frank McComb-ის ტრიოს კონცერტის თანხლებით შედგა. შემდეგ წელს, გაიმართა პოპულარული კუბელი მომღერლის, Yanela Brooks-ისა და მისი ბენდის კონცერტი. 2016 წელს, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მუსიკოსმა, Tania Maria-მ დაუვიწყარი კონცერტი გამართა ტრიოსთან ერთად, ხოლო 2017 წლის 7 ოქტომბერს, ამ სერიის კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდა, სადაც ჰოლანდიელი სოულ მომღერალი, Edsilia Rombley და ბენდი Sweet Soul Music Band წარდგნენ მსმენელის წინაშე.
15 ოქრომბერს, რიგით მეხუთე “ჯაზისა და ღვინის” საღამოზე, ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე, ლეგენდარული დევიდ ფოსტერის ახალი აღმოჩენა, ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი, არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე მომღერალი, Brenna Whitaker წარსდგა, ტრიოსთან ერთად. მომღერლის სადებიუტო ალბომის პროდიუსერი, სწორედ დევიდ ფოსტერი იყო. Brenna სტივი უანდერის, ქუინსი ჯონსის, მაიკლ ბუბლეის, ჯონ მეიერის საყვარელი ჯაზ-მომღერალია და დუეტები აქვთ შესრულებული მასთან ერთად. Brenna Whitaker-ის სტილი ვინტაჟური, ელეგანტური ჯაზია, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის წინა საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების გლამურული ჰოლივუდის სულს.
კონცერტის დაწყებამდე, სტუმრებს სასტუმრო “ყვარლის ედემის” ტერიტორიაზე, საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ, კახეთის ეთნოგრაფიულ აქტივობებში: ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, კახური პურის გამოცხობა და მწვადის შეწვა.
კონცერტის მეორე დღეს, “ბრავო რექორდსს”, Brenna ეწვია და ბენდის ბას-გიტარისტთან, Joel Thomas-თან ერთად, სპონტანურად სიმღერა – Cry me a River ჩაწერა.