აპრილი 26, 2021 tatakr

“საქართველოს ეროვნული მუზეუმის” შესახებ ახალი ვიდეო რგოლისთვის საფონო მუსიკა “ბრავო რექორდსში” შეიქმნა

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი” წარმოადგენს წვეყანაში ყველაზე დიდ კულტურულ კომპლექსს, რომელიც შემდეგი მუზეუმებისაგან შედგება: ეროვნული გალერეა, მუზეუმ-ნაკრძალები, ცნობილი ქართველი მხატვრების სახლ-მუზეუმები, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები და ბიბლიოთეკები, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებს.

თითოეულ მუზეუმს, თავისი უნიკალური ისტორია, კოლექცია და ტრადიცია აქვს. ახლად შექმნილი ორგანიზაცია საკმაოდ რთული მისიის წინაშე აღმოჩნდა – შეექმნა თანამედროვე ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კულტურული დაწესებულება არსებული უნიკალური ტრადიციების საფუძველზე და გამხდარიყო ეროვნული საგანძურის კვლევის შედეგად, მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ადგილი. ასევე, გასართობი სივრცე, რომელიც აღბეჭდავს საქართველოს სახელს თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-კულტურულ რუკაზე.

ვიდეოს საფონო მუსიკა ეკუთვნის ნიკოლოზ ამირეჯიბს.

ფონდი ვიდეოს საფონო მუსიკის ჩაწერისა და არანჟირებისათვის, განსაკუთრებულ მადლობას უხდის “ბრავო რექორდსის” სტუდიას. არანჟირება “ბრავო რექორდსის” ანაჟინრების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნის.

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact