თებერვალი 6, 2017 tatakr

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG) მეკობრული კამპანიის წინააღმდეგ პრინტ კონკურსი ჩაატარა

„ბრავო რექორდსი“, როგორც წამყვანი მუსიკალური ბიზნეს კომპანია საქართველოში, ყოველთვის აქტუალურად განიხილავს ე.წ. მეკობრულ პრობლემას და მის მნიშვნელობას, ქართული მუსიკის განვითარებაში. ეს პრობლემა, აფერხებდა და დღესაც, ხელს უშლის მუსიკოსებს ხარისხიანი მუსიკის შექმნაში და შესაბამისი ჰონორარის მიღებაში. „ბრავო რექორდსი“ მიესალმება მეკობრეობის წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ აქტივობას, რადგან ამ პრობლემის აღმოფხვრა და მინიმიზაცია, პირდაპირ კავშირშია, მუსიკალურ ბიზნესთან, მის განვითარებასთან. ამგვარად, მუსიკალურ სფეროში დაკავებული ადამიანები: კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები, შემსრულებლები, არანჟირების ავტორები, შეძლებენ, საკუთარი შრომით, ფინანსური შემოსავლების გენერაციას. აქედან გამომდინარე, „ბრავო რექორდსი“, მხარს უჭერს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციას [ ACAG ], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში, მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს აერთიანებს. 1 თებერვალს, ასოციაციამ წევრ სააგენტოებს შორის, პრინტ კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიმართული იყო მეკობრული პროდუქციის მოხმარებასა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ.

დღეს, კანონმდებლები და საავტორო უფლების მქონე პირები, თანხმდებიან, რომ საავტორო მასალების მეკობრულად გავრცელება, არამხოლოდ დაკარგული მოგება, არამედ კრიმინალური მოქმედებაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, დასაქმების დონესა და ინოვაციებს. ტექნოლოგიების განვითარებამ, ძალიან გაამარტივა მეკობრეობრივი საქმიანობა. სამი ყველაზე პრობლემური პროდუქტი, საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არის მუსიკა, კომპიუტერული პროგრამები და ფილმები. მეკობრული პროდუქცია ბაზრიდან ორიგინალ პროდუქტს დევნის, ამცირებს საკუთრების უფლების მქონე პირთა საბაზრო წილს და ამცირებს ფასებს. არც საქართველოს ბაზარია გამონაკლისი და მსგავს პროდუქციაზე, ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომელიც ნაწილობრივ, მიწოდებასაც უწყობს ხელს. ერთის მხრივ, ამ პრობლემის მოგვარებაზე, კანონი მუშაობს, მაგრამ საჭიროა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა პრობლემას იწვევს ეს ყველაფერი.

ქართველი მუსიკოსების მიერ, საქართველოში, მუსიკალური ალბომის გამოშვებასა და ახალი მუსიკის შექმნას თითქმის აზრი არ აქვს, რადგან ის მალევე ჩნდება ბაზარზე და ვრცელდება უფასოდ, ინტერნეტით. პრინტ-კონკურსის მიზანია, შეიქმნას პოსტერები, რომლებიც დააფიქრებს ქართველ მომხმარებელს, იმ შედეგზე, რაც მათ მიერ  მეკობრულად შეძენილ მუსიკას მოაქვს ეკონომიკისთვის, თავად, არტისტისთვის და შოუ ბიზნესის განვითარებისთვის.

სააგენტოების ნამუშევრებს აფასებდნენ პარტნიორი ჟურნალების წარმომადგენლები: ანი ცაბაძე – National Geographic საქართველო; ნინკა მიშელაძე – Indigo; მაიკო წერეთელი – OK! Magazine Georgia, Focus.

კონკურსის შედეგები 3 თებერვალს გახდა ცნობილი.

ადგილები ასე გადანაწილდა: 1ადგილი – ABK, 2 ადგილი – Switch Communications, 3 ადგილი – Elliot Webber, 4 ადგილი – Branding.ge, 5 ადგილი – Live Branding, 6 ადგილი – Windfor’s, 7 ადგილი – Leavingstone, 8 ადგილი – Saatchi & Saatchi, 9 ადგილი – HOLMES & WATSON

იხილეთ პოსტერები:

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact