ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბატონო ჰარცელი თავად ქმნის საავტორო სიმღერებს, ერთ-ერთი მათგანი სახელწოდებით “Hey, Hey” ამ რამოდენიმე დღის წინ “ბრავო რექორდსში” სტუდიებში ჩაიწერა. სიმღერის არანჟირებაზე ჯგუფ “ვაკის პარკის” წევრებმა, ზაზა ხუციშვილმა და ირაკლი სანაიამ იმუშავეს. სიმღერა შვედურ ენაზეა და როგორც მუსიკა, ასევე ტექსტი ბატონ კარლ ჰარცელს ეკუთვნის.
სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდნენ:
დრამი – კარლ ჰარცელი
ბასი – მეტე ჰარცელი
გიტარა – ზაზა ხუციშვილი
კლავიში – ირაკლი სანაია
ბექ-ვოკალი – ნანა კალანდაძის ვაჟთა ტრიო