მაისი 23, 2014 tatakr

საქართველოში, პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებ-გვერდის – BRAVISSIMO.GE-ს პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

23 მაისს, “შერატონ მეტეხი პალას-ში“, საქართველოში პირველი, სრულიად ახალი და ნოვატორული პროექტის, ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ-გვერდის, BRAVISSIMO.GE-ს, პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალურად პრეზენტაციისათვის, მოწვეული იყო SONY MUSIC-ის რეგიონალური მმართველი დირექტორი – არინა სუხოვა.

საქართველოში პირველად, ვებ-პორტალის მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ლიცენზირებული, მაღალი ხარისხის, როგორც უცხოური, ასევე ქართული მუსიკა. მისი შეძენა, მსოფლიო ფასების სტანდარტებთან შედარებით, საკმაოდ დაბალ ფასებში იქნება შესაძლებელი. ლიცენზია უცხოური ქონთენთის ონლაინ გაყიდვაზე, BRAVISSIMO.GE-მ, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი Record Label-ისგან, SONY MUSIC-ისგან შეიძინა. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე სხვა პროდუქტებიც იქნება, რომელიც მუსიკას და მუსიკალურ ბიზნესს უკავშირდება.
ეს არის:

ქართული და უცხოური მუსიკალური ინდუსტრიის და ზოგადად, შოუ-ბიზნესის ცხელ-ცხელი და ხშირად, ექსკლუზიური ახალი ამბები; მუსიკალური ივენთების და ცოცხალი კონცერტების ყოველდღიური აფიშა; ქართული და უცხოური მუსიკალური ჩარტები (მუსიკოსი შემსრულებლების მიერ, გამოშვებული CD ალბომების და სინგლების ყოველთვიური რეიტინგები); ყველაზე პოპულარული ქართული ჰიტების კარაოკე ვერსიები,

რინგბექტონები მობილური ტელეფონებისთვის; მრავალფეროვანი ქართული და უცხოური სასიმღერო კრებულები; სხვადასხვა პოპულარული, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სახელზე გამოშვებული, ფან-აქსესუარები – მერჩენდაიზინგი; მუსიკალური მემორაბილია, ცნობილი ქართველი მუსიკოსების ნაქონი ნივთები; ფიზიკური CD ალბომები ადგილზე მიტანით

„ბრავო რექორდსი“, თითქმის 3 წელია, მუშაობს საქართველოს უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერთან „კავკასუს ონლაინთან“ და კომპანია „ბრენდინგ.ჯისთან“ ერთად, საქართველოში, პირველი მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ-გვერდის BRAVISSIMO.GE-ს შექმნაზე.

ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია იქნება უახლესი, ექსკლუზიური, 100% -ით ლეგალური, ხარისხიანი და იაფი, საქართველოში.

ამასთან ერთად, BRAVISSIMO.GE, ნებისმიერ მელომანს ან უბრალოდ მუსიკით დაინტერესებულ ადამიანს, შეუქმნის კომფორტულ გარემოს. ეს იქნება ინფორმაციისა და გართობის წყარო, თანამოაზრეების პოვნისა და ურთიერთობის საშუალება.

BRAVISSIMO.GE-ს მეშვეობით, ჩამოყალიბდება მომხმარებლის მუსიკასთან ურთიერთობის სრულიად ახალი კულტურა საქართველოში.

ვებ-გვერდის ქართული ქონთენთი (მუსიკა, კარაოკე, მერჩენდაიზინგი, მემორაბილია, CD ალბომები) ხელმისაწვდომი გახდება უცხოეთში მცხოვრებ, ქართველ ემიგრანტთათვის, რაც მათთვის, ერთგვარი სულიერი კავშირი იქნება სამშობლოსთან.

პროექტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: „63 ბიტი“, „კარაოკე.ჯი“ და „ჯეოლაინი“

დააფასე მუსიკა!

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact