მაისი 7, 2019 tatakr

სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის გამოსვლასა და საპრეზენტაციო კონცერტის შესახებ “ბრავო რექორდსში” პრესკონფერენცია გაიმართა (ვიდეო)

“ბრავო რექორდსში”, სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის გამოსვლასა და საპრეზენტაციო კონცერტის შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა. ალბომი, რომლის სახელწოდებაა “პერიფრაზი”, ივნისის შუა რიცხვებში გამოვა, ხოლო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი – 28 ივნისს, “სპორტის სასახლეში” გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია. მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით, ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სადებიუტო ალბომში შესული იქნება პროექტ „მხოლოდ ქართულში“, სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: “იაგუნდი”; “რა კარგი ხარ რა კარგი”; “ჰერიო ბიჭებო”; “ჯადოსნური კვერცხი”; “ჩემი აღარა ხარ მორჩა”; “მე საიდუმლოს შენახვა ვიცი”; “ქარი ქრის”; “იეზიდი”; “ადანდალი დანდალი” და “გიყიდი ფაჩუჩებს”.

პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას იღებენ: ბენდი “ნიუტონი” – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სხვა.

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact