28 ივნისს, სპორტის სასახლეში, ყველასგან გამორჩეული, უნიჭიერი სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის, საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. მომღერალი ათასობით მსმენელის წინაშე, სწორედ, სადებიუტო ალბომში შესული და პროექტ “მხოლოდ ქართულში” შესრულებული სიმღერებით წარსდგა.
სოფომ, თავისი სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, რუსეთის მიერ, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნას მიუძღვნა.
სრულმა ანშლაგმა, ამღერებულმა მსმენელმა, სოფოსთვის დამახასიათებელმა ენერგიამ და სასცენო პერფორმანსმა, სასწაული ზეიმი შექმნა მაყურებლისათვის. ეს იყო კონცერტი, რომელიც ქართული შოუ ბიზნესის ისტორიაში, ნამდვილად დატოვებს თავის კვალს,
კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოიეში, მსურველებს, რომლებმაც ალბომები შეიძინეს, საშუალება ჰქონდათ, სოფოსგან ავტოგრაფი მიეღოთ და ფოტოები გადაეღოთ.
კონცერტში მონაწილება მიიღეს:
ზვიად ბოლქვაძე (როიალი, გიტარა, ვოკალი) / ბენდი ნიუტონი – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა – ლევან აბშილავა (დრამი) / ლევან კემულარია (საყვირი) / გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) / სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა; პერკუსია) / ზურა ასტამაძე (გიტარა) / ამირან დიასამიძე (კლავიში; აკორდეონი)
მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. “ბრავო რექორდსი”, დიდ მადლობას უხდის, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორსა და ტელეპროექტ “მხოლოდ ქართულის” იდეის ავტორს, ნიკა გვარამიას. აგრეთვე, ფონდ “იპოვე შენი საქართველოს” ხელმძღვანელს, დავით მჭედლიძეს.
პროექტის გენერალური სპონსორი: ფონდი “იპოვე შენი საქართველო”
როიალისთვის მადლობას ვუხდით, Yamaha-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
სოფოს ჩაცმულობაზე ზრუნავდა ატელიე SAMI • სამი
პროექტის მხარდამჭერები:
adjaranet.com / სადაზღვეო კომპანია – არდი / ვებ-პორტალი – ამბები.ge / რადიო კომერსანტი / City Magazine Georgia / რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”
პროექტზე იმუშავეს:
იდეის ავტორი: ზაზა შენგელია / ნიკა გვარამია
მუსიკალური პროდიუსერი:მარინა ბერიძე
არანჟირებების ავტორი: ზვიად ბოლქვაძე
დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
ტელე-გადაღება: “რუსთავი 2” (რეჟისორი – ნიკა ლომიძე)
ხმის რეჟისორი: გიორგი გვარჯალაძე
პროდიუსერები: გუგა გუნცაძე / თათა ქრისტესაშვილი / ნატა იონათამიშვილი
სცენა/გახმოვანება: ჯეოვოისი
განათება: M.S. Lights
მაკიაჟი: თიკო რატიშვილი
სტილისტი: თამუნა ყამბარაშვილი
ფოტო: ნატატო ასანიძე / ნიკოლოზ ურუშაძე / გუკა ჯავახიშვილი