“ბრავო რექორდსის” მოწვევით, სოფო ნიჟარაძის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თბილისში ამერიკული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავი, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებშუ, სოფომ და დეჟამ “ბრავო რექორდსში”, დუეტი ჩაწერეს – TWO OF A KIND, რომელზეც სტუდია “მეტრომ” ვიდეოკლიპი გადაიღო. გადაღებები 5 დღის განმავლობაში, საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიმდინარეობდა. სიმღერის ავტორი: რუსა მორჩილაძე, ტექსტი: ბიბი კვაჭაძე, ნარანჟირება: მორის ფლეჟერი (ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის მუსიკალური ხელმძღვანელი) ხოლო ვიდეო კლიპის რეჟისორი: დიმა ჩხეიძე.
გთავაზობთ ვიდეოკლიპის გადაღების ყველაზე საინტერესო დეტალებს – ე.წ. Making of