“ბრავო რექორდსის” მოწვევით, სოფო ნიჟარაძის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თბილისში ამერიკული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავი, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი ჩამოვიდა. ვიზიტის პერიოდში, სოფომ და დეჟამ, ჩაწერეს დუეტი – Two of a Kind. სიმღერის ავტორია რუსა მორჩილაძე, ტექსტი ბიბი კვაჭაძეს ეკუთვნის, არანჟირება კი გენიალურმა მუსიკოსმა, წლების მანძილზე, ჯგუფ Earth Wind & Fire-ის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მორის ფლეჟერმა გააკეთა.
სიმღერის ჩაწერის შემდეგ, სტუდია “მეტრომ” ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო, რეჟისორი დიმა ჩხეიძეა. დეჟას ხანმოკლე ვიზიტიდან გამომდინარე, ხუთ დღეში, გადაღებები უნდა დასრულებულიყო, ამიტომ, გრაფიკი ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. კლიპის სცენარი საკმაოდ ბევრ გადასაღებ ობიექტს მოიცავდა, რაც თავისთავად, პროსცესსაც ართულებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი გაწერილ ვადებში დასრულდა. ამის მერე, მიმდინარეობდა გადაღებული მასალის მონტაჟი. რეჟისორის, გრაფიკოსისა და მემონტაჟის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ვიდეოკლიპი გაიგზავნა ჰოლივუდში ფერების კორექციისათვის.
კლიპის პრემიერა 27 ივლისს, “რუსთავი 2-ის” საღამოს ეთერში შედგა.