ტრიო “სიმის” საიუბილეო ალბომი, სახელწოდებით, “20 წლის შემდეგ”, “ბრავო რექორდსმა” გამოსცა. ალბომზე მუშაობა რემდენიმე კვირის წინ დასრულდა. ამ ალბომში შესული ყველა სიმღერა, “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. გაკეთდა ახალი არანჟირებები, მიქსინგი და მასტერინგი.
ალბომში შესულია ტრიო “სიმის” ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები ახალი არანჟირებით და ასევე, რამდენიმე ახალი სიმღერაც.
საიუბილეო ალბომს “თიბისი” ბანკი წარმოგიდგენთ.