ტრიო “სიმი” თავის ახალ ალბომს “ბრავო რექორდსში” წერს. ალბომში შევა, როგორც ყველასთვის ნაცნობი სიმღერები, ასევე სრულიად ახალი კომპოზიციებიც. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერისთვის ახალი არანჟირება მომზადდა.
ალბომის ჩაწერა ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გამოიცემა.
ახალი ალბომი ტრიო “სიმის” 20 წლის იუბილეს უკავშირდება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, იგეგმება კონცერტი და ალბომის ორი სინგლისთვის, ორიგინალური ვიდეოკლიპის გადაღება.