მარტი 12, 2022 tatakr

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად “ბრავო რექორდსში” ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა ახალი სიმღერა ჩაიწერეს (ვიდეო)

რამოდენიმე დღის წინ “ბრავო რექორდსმა” უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პროექტი დააანონსა.

წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ლუას (ქეთათო ნერგაძე) სიმღერას: We Stand Together, რომელიც 4 და 5 მარტს ჩაიწერა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების და გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ ჩვენს სტუდაში. სიმღერის ჩაწერაზე მუშაობისას, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა, ტექნიკურმა პერსონალმა და “ბრავო რექორდსის” თანამშრომლებმა უდიდესი ემოცია ჩადეს სიმღერისა და ვიდეოკლიპის შექმნაში, რითაც სურდათ აღფრთოვანება, თანადგომა და სიყვარული გამოეხატათ ჩვენთვის ასე ახლობელი, თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლი გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პროექტის ფარგლებში მოზიდული თანხა გადაეცემა უკრაინის “წითელ ჯვარს”. ვიდეოკლიპში მითითებულია “წითელი ჯვრის” საბანკო ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი თანხა, ერთი ლარიც კი, რომელსაც გაიღებთ, მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ტკივილის შესამსუბუქებლად. Слава Україні!

“ბრავო რექორდსი” გამოხატავს განსაკუთრებულ მადლიერებას ამ უნიკალურ და საჭირო პროექტში მონაწილე თითოეული ადამიანის მიმართ:

მუსიკის და ტექსტის ავტორი: Lua (ქეთათო ნერგაძე)

არანჟირების ავტორი: ბორიკო შხიანი (Boriko Boryzz Shkhiani)

მიქსინგი/მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი (Alekø Berdzenishvili)

მომღერლები: მემე ჟორდანია (Mariam Meme Zhordania) / შოთა ადამაშვილი (Shota Adamashvili) / ლექსო რატიანი (ლექსო რატიანი) / ზურა ჯავახია / ნატალია ნაყოფია (Natalia Nakopia) / ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala Zubiashvili) / სოფო ბათილაშვილი (Sopo Batilashvili) / სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე (Sandro Bibich Kvachadze) / მაგდა ივანიშვილი (Magda Ivanishvili) / აჩი კევლიშვილი (Achi Kevlishvili) / ლევან სიდიანი (Leif s) (Levan Sidiani Filfani) / ლილიანა გალობერი / გორის ქალთა კამერული გუნდი (Gori women’s choir  გორის ქალთა კამერული გუნდი)

კამერა: ლევან აბულაძე / კახა ბუხრაშვილი

კლიპის რეჟისორი: ლისა ღლონტი (Lisa Glonti)

დოკუმენტალისტი-რეჟისორი: ანა გაზდელიანი (Ana Gazdeliani)

განათება: „Jaga Group” / ალექსანდრე გუჯაბიძე / მიხეილ საგანელიძე / შოთა ხიჯიკაძე

ტექნიკნიკური დირექტორი: მერაბ მანჩხაშვილი

მთავარი კოორდინატორი: სალომე ქურდაძე

პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შენგელია (Zaza Shengelia)

ერთად დავეხმაროთ უკრაინას / Let’s Help Ukraine Together

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება / Georgian Red Cross society:

#GE44TB7406736120100003

#GE84BG0000000533473787

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact