ოქტომბერი 3, 2013 tatakr

უპრეცედენტო ღონისძიება საქართველოში “ბრავო რექორდსისგან” (ვიდეო)

”ბრავო რექორდსმა”, საქართველოში, პირველად გამართა CD ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი ე.წ. ”CD Signing party”, რომელიც 3 ოქტომბერს, ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომზე, ”ფიქრების ზღვა”, შედგა დისკების მაღაზია ”გურუში“. ოთოს 50-მდე  გულშმატკივარს, უფასოდ დაურიგდა ახალი CD ალბომი. ყოველი მათგანი, ოთომ ავტოგრაფით დაასაჩუქრა და მათთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ალბომში შედის ოთო ნემსაძის მიერ შსრულებული ოთარ რამიშვილის ათი საუკეთესო ჰიტი ახლებური და თანამედროვე არანჟირებებით. ასევე, ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი, სიმღერაზე ”თოვლი”, ოთარ რამიშვილთან ერთად. ეს უკანასკნელი, დამატებით, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ალბომში.ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით, უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.

პროექტის მხარდამჭერია: თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი

სპონსორები: ”ჯეოსელი”, ”ბორჯომი” და ”ზედაზენი”

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და “ფორტუნა”

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact