ივნისი 27, 2018 tatakr

ფილარმონიაში “ოქროს ტალღის” გრანდიოზული დაჯილდოება გაიმართა

26 ივნისს, “თბილისის საკონცერტო დარბაზში”, “ოქროს ტალღის” რიგით მეხუთე დაჯილდოებაზე, 15 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა. წლის სიმღერა, ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის დუეტი გახდა, რომელიც “ბრავო რექორდსშია” ჩაწერილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: “საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი”, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე, ნინო ქათამაძე, სოფო ბათილაშვილი, სოფო ნიჟარაძე, “შვიდკაცა” და ნინა სუბლატი. საღამო დაასრულა, ორი “გრემის” ჯილდოს მფლობელმა ამერიკელმა მომღერალმა, ლიზა ფიშერმა.

“ბრავო რექორდსი”, ნოდიკოსა და სალომეს გამარჯვებას ულოცავს!

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact