საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი”, ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და იწყებს უპრეცედენტო აქციას, მდგომარეობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. “ბრავო რექორდსის” მენეჯმენტმა, მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს მუსიკოს შემსრულებლები, ავტორები და მისცეს მათ საშუალება, სერიოზული ფასდაკლებების პირობებში, საკუთარი მუსიკალური პროექტების რეალიზება შეძლონ. აქედან გამომდინარე, 2013 წლის მარტის თვიდან, “ბრავო რექორდსი” მუსიკოსებს სტუდიური მომსახურების ღირებულებების უპრეცედენტო შეღავათებს სთავაზობს:
- ყველა სახის სტუდიური მომსახურების ღირებულება მცირდება 30%-ით
- CD ალბომის ჩაწერის შემთხვევაში, (12-15 სიმღერა) მთლიანი ღირებულება დამატებით შემცირდება კიდევ 20%-ით
- მუსიკოს-შემსრულებლებს და ავტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ “TBC” ბანკის ერთწლიანი განვადებით სტუდიური ჩაწერების და ზოგადად, მუსიკალური პროექტების განსახორციელებლად
სტუდიური მომსახურების არსებული და ახალი ღირებულებების შედარების ცხრილი (ფასები მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით):
პერიოდი/მომსახურება | სტუდიური ჩაწერა (1 სთ) | მიქსინგი(1სთ) | მასტერინგი | არანჟირება |
2011-დან – 2013 თებერვლამდე | 100 | 100 | 400 | 1200 |
2013 მარტიდან | 70 | 70 | 200 | 960 |
მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსი” და მისი ხმის ჩამწერი სტუდია ტექნიკური მაჩვენებლებით, აღჭურვილობითა და სტუდიაში მომუშავე პერსონალით, საუკეთესოა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში. სტუდიის პროფესიონალთა გუნდი, ქართველ მუსიკოს შემსრულებლებსა და ავტორებს, საშუალებას აძლევს, დასავლეთის ქვეყნების წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების სტანდარტების შესაბამისად, იმუშაონ შეღავათიანი პირობებით, რაც გულისხმობს:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- იდეალურ აკუსტიკურ პირობებს
- ჩაწერის პროცესისა და საბოლოო პროდუქტის უმაღლეს ხარისხს
- დაუჯერებლად დაბალ ფასებს
“ბრავო რექორდსის” მენეჯმენტი გამოხატავს კეთილ ნებას, ახალი და შეღავათიანი საფასო პოლიტიკის შემოღებით, ხელი შეუწყოს, ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს და ავტორებს, წაახალისოს მათი პროფესიული საქმიანობა და მუსიკალური კარიერის განვითარება. ამასთანავე, იმედს ვიტოვებთ, რომ “ბრავო რექორდსის” მიერ გადადგმული ნაბიჯი გახდება ერთგვარი მაგალითი და სტიმული, ქართულ ბიზნესში მომუშავე კომპანიებისათვის, რათა მათ უფრო მეტად გაუწიონ მხარდაჭერა და სპონსორობა ქართველ მუსიკოსებს საკუთარი პროექტების განხორციელებაში. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც უკვე შემდგარი და პოპულარული მუსიკოსის, ასევე უამრავი დამწყები ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლის თვითრეალიზებას და ზოგადად, საქართველოში, მუსიკალური ბიზნესის განვითარებას.