აგვისტო 25, 2012 tatakr

ქართველი პარაოლიმპიელების გაცილების საღამო

25 აგვისტოს, კლუბ-რესტორან “ქალაქურში”, “ბრავო რექორდსის”  ქართველი პარაოლიმპიელების მხარდამჭერი სოციალური პროექტის მორიგი ღონისძიება, პარაოლიმპიელი ათლეტების გაცილების საღამო შედგა. საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას, საშუალება ჰქონდა, წარმატებები ესურვა ჩვენი სპორტსმენებისათვის, შოთა ომარაშვილისა და ნიკა თვაურისთვის. აქვე, სპეციალურად პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად შექმნილ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის პრემიერა გაიმართა. სიმღერა ნინი ბადურაშვილმა დაწერა და თავადვე ასრულებს, ტექსტი ბიბი კვაჭაძეს ეკუთვნის, ვიდეოკლიპი კი “თიბისი თივის” სტუდიამ გადაიღო, რეჟისორი – ტატო ხაბაზიშვილი.

გაცილების საღამოზე, სიტყვა წარმოთქვეს და წარმატებები უსურვეს ჩვენს სპორტსმენებს “ლონდონი 2012-ის” პარაოლიმპიურ თამაშებზე: საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა – გიორგი წასიძემ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში – ჯუდით გოფმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა – გია ნაცვლიშვილმა, BP საქართველოს წარმომადგენელმა-  რუსუდან მეძმარიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა – ლაშა შავდათუაშვილმა, “ვისოლ გრუპის” პრეზიდენტმა – სოსო ფხაკაძემ,  “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა – ზაზა შენგელიამ.

პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერი სოციალური პროექტის იდეა “ბრავო რექორდსს” ეკუთვნის, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტისა და სუპერმარკეტების ქსელ “სმარტის” მხარდაჭერით ხორციელდება. ლონდონში, პარაოლიმპიური თამაშებისას, ნინი ბადურაშვილი ჩაატარებს კონცერტს, რომელსაც ქართული პარაოლიმპიური დელეგაცია და ასევე მეგობარი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact