სულ ახლახანს, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ”ბრავო რექორდსში”, ახალი სამწყობრო სიმღერა (მარში) ჩაიწერა ქართველი ჯარისკაცებისათვის. პრემიერა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცენტრალურ ღონისძიებაზე შედგა. სიმღერას ასრულებენ ანსამბლები ”შვიდკაცა” და ”ქართული ხმები”, რაც მათი სტუდიური კოლაბორაციის პირველი პრეცედენტია. სიმღერის მუსიკის ავტორია მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ტექსტის ავტორი – მანანა გურგენიძე. ასევე, სიმღერაში გამოყენებულია სულხან ცინცაძის მუსიკის ფრაგმენტი ცნობილი კინოფილმიდან, ”მაია წყნეთელი”. მუსიკალური კომპანია ”ბრავო რექორდსი”, გთავაზობთ, ამ შესანიშნავი სიმღერის პრემიერას ინტერნეტ სივრცეში და იმედს გამოთქვამს, რომ იგი მალე ძალიან პოპულარული გახდება არამარტო ქართველ ჯარისკაცებს შორის, არამედ, დიდი სიამოვნებით მოუსმენენ და შესარულებენ, სრულიად საქართველოს ყველა თაობის წარმომადგენლები!
იხილეთ ვიდეო