ქართველმა მუსიკოსმა Lua-მ “ბრავო რექორდსში” თავისი საავტორო სიმღერის ლაივ სესია ჩაწერა.
სესიაში, მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა:
ბას-გიტარა / ბექვოკალი: ალეკო ბერძენიშვილი
დრამი: დემნა ამაშუკელი
ბექვოკალი: მარიკო ლეჟავა, ნინი ასილიანი
ვოკალი / ფორტეპიანო: Lua
მიქსინგი / მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი
ვიდეო: ლისა ღლონტი
Lua უნიკალური ქართველი ავტორ-შემსრულებელია, რომელიც 14 წლიდან, სიმღერებს წერს. მისი შემოქმედება არაერთ ჟანრს მოიცავს: Alternative, Jazz, Funk, Indie Rock, Folk, Pop , Gospel, Dance Music, Britpop და სხვა. აღსანიშნავია, რომ Lua-მ, სულ ცოტა ხნის წინ, ხელშეკრულება გააფორმა ბრიტანულ კომპანია Pop-up Music-თან, რომელიც მუსიკალური კატალოგის უმსხვილესი პლათფორმაა და მუსიკას ფილმებისთვის, რეკლამებისა და თამაშებისთვის ყიდის. Netflix, BBC, Nina Ricci, Vogue, კუენტინ ტარანტინო, ბრედ ქორბეტი და სხვა – ეს იმ კომპანიების, ბრენდებისა და რეჟისორების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც უთანამშრომლიათ Pop-up Music-თან (https://pop-upmusic.com/).
Follow Lua on:
Spotify : https://spoti.fi/3cm7eu2
Apple music : https://apple.co/3gdZdsr
Facebook : https://www.facebook.com/Luasongs
Instagram : https://www.instagram.com/luasongs/