დეკემბერი 28, 2013 tatakr

“ბრავო რექორდსმა” “ქართული ხმების” საიუბილეო ალბომი გამოსცა (ვიდეო)

27 დეკემბერს, ”ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, ანსამბლი ”ქართული ხმების“ ახალი თაობის CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 15 წლის საიუბილეო თარიღისადმია მიძღვნილი. ამ ალბომზე, ”ბრავო რექორდსის“ გუნდი, 2 წლის განმავლობაში, მუშაობდა. პრეზენტაციაზე, ექსკლუზიურად სტუმრებისათვის (ალბომში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და სპონსორები), ანსამბლმა ცოცხალი ბენდის თანხლებით შეასრულა ორი მუსიკალური ნაწარმოები, ახალი ალბომიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება, მასში შედის, ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე, თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე, სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე, საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ალბომის ჩაწერაზე, მონაწილეობა მიიღეს, ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია და ა.შ. ამ ალბომის სახით, „ქართული ხმების“ თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.

ახლო მომავალში, იგეგმება ”ქართული ხმების“ გრანდიოზული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამჟამად, ”ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, მიმდინარეობს კონცერტის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კონცერტზე შესრულდება ოცამდე მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და ”ბრავო ბენდის“ თანხლებით. კონცერტის რეჟისორი დავით საყვარელიძე იქნება.

მოკლე ინფორმაცია ანსამბლის შესახებ:

”ქართული ხმები” უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები, დაჯილდოვებულნი არიან ღირსების ორდენებით. 15 წლის განმავლობაში, ანსამბლს საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Bobby McFerrin, ქეთი მელუა, “Take6” და ა.შ. 2006 წელს, ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო სტუდია, სადაც ასეულობით მოზარდი ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვთ ოთხი CD და ორი DVD ალბომი, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ გაყიდვად ალბომებად ითვლება.

ოქროს სპონსორი: „გალფი“

გენერალური სპონსორი: „ვითიბი ბანკი“

სპონსორი: „ქინძმარაულის მარანი“

მხარდამჭერი: „სამოსელი პირველი“

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact