ჯგუფი 5 წლის წინ დაემშვიდობა მსმენელს სიმღერით – ,,მე მახსოვხარ”. სულ ახლახანს, სრული შემადგენლობითა და ახალი კლიპით კვლავ დაუბრუნდა საზოგადოებას. ”ქუჩის ბიჭები” თავისი რეპერტუარის განახლებას ახალი მუსიკალური სტილით გეგმავენ.
აჭარულ მოტივებზე შექმნილი კომპოზოციის ჩაწერა, ხმის ჩამწერ სტუდია ”ბრავო რექორდსში” შედგა.
როგორც ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, სტუდიაში სამუშაოდ, არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი.
”თიბისი თივის”, ”ბრავო რექორდსისა” და ,,ქუჩის ბიჭების” თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და მათი მრავალი ახალი სიმღერა სწორედ ზემოთხსენებულ სტუდიაში ჩაიწერება.