ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოპ და ტელე ვარსკვლავმა, რეჰიმ რეჰიმლიმ „ბრავო რექორდსში“, ახალი სიმღერების ჩაწერაზე დაიწყო მუშაობა. ის „ბრავო რექორდსში“, სამ ახალ სიმღერას ჩაწერს. სიმღერების ტექსტის ავტორი და კომპოზიტორი, თავადვე არის, არანჟირების ავტორი კომპოზიტორი და „ბრავო რექორდსის“ ხმის რეჟისორი, პეკე ბეგაშვილია. მომღერალი ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას, საქართველოში, გეგმავს.
რეჰიმ რეჰიმლი აზერბაიჯანელი ტელემაყურებლების ფავორიტია. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს, „შოუ რეჰიმლ-ს“ წამყვანი და ავტორი. ასევე, პროექტების, „შოუ რეჰიმლის“ („რეჰიმლის შოუ“), „დოსთუმ“ („მეგობარი“), „თაფ დოსტუმ“ („იპოვნე, მეგობარო“) „ოინა დოსთუმ“ („იცეკვე, მეგობარო“) ავტორი და წამყვანი.
რეჰიმს მიღებული აქვს სრული მუსიკალური განათლება. იგი ხუთი წელი მუშაობდა თურქეთში, თურქული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. მისი სიმღერები და კომპოზიციები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აზერბაიჯანში. ამ ეტაპზე, მას ჩაწერილი აქვს ერთი CD ალბომი, ხოლო შემდეგი ალბომის ჩაწერას, მომღერალი „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში გეგმავს.